ზაალ მიქელაძე - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს
ზაალ მიქელაძე - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს

ბათუმში, კლინიკა „მედალფას“ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს დატოვებს, – ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ გააკეთა. ზაალ მიქელაძის განმარტებით, განმეორებითი ანალიზების პასუხები უარყოფითია.

„რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი მეორე ტესტის შედეგი, სამი პაციენტი კლინიკურად ჯანმრთელია და დღეს დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

კლინიკა „მედალფაში“ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტის გასვლის შემდეგ ცხრა ინფიცირებული დარჩება.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​188 დადასტურებული შემთხვევიდან ამ დროისთვის 36 პაციენტია გამოჯანმრთელებული.