ზაალ მიქელაძე - აჭარის საკარანტინო სივრცეებში 2300 ადამიანი იმყოფება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში საკარანტინო ზონები დღეის მონაცემებით უკვე 1200-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, თუმცა კარანტინი მუდმივად ივსება და დღეისთვის მათი რიცხვი 2300-ს აჭარბებს.
„მუდმივად ხდება ნაკადების შევსება. ბოლო დღეებში ძირითადად საკარანტინო სივრცეებში შეგვყავს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ეტაპობრივად ტოვებენ მეზობელ თურქეთს სარფის საბაჟოს გავლით”-განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.
აჭარაში 25 საკარანტინო ზონაა მოწყობილი. თვითიზოლაციაში აღრიცხულია 100-ზე მეტი ადამიანი.