„ყველაზე შესანიშნავი, ამაყი და გულწრფელი ხალხის სამშობლო“ - გაერო-ს ელჩები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ულოცავენ
„ყველაზე შესანიშნავი, ამაყი და გულწრფელი ხალხის სამშობლო“ - გაერო-ს ელჩები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ულოცავენ

გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ში გამართულ მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

„დღეს საზეიმო ბევრია. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა. მეორე, რუსთაველის ნამუშევარი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურისა და პოეზიის ჩამოყალიბებაში“, – წერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტი მიროსლავ ლაიჩაკი.

 

 

ლატვიის ელჩი გაერო-ში იანის მაზეიკსი 

„მადლობა კახა იმნაძეს და გაერო-ში საქართველოს მისიას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტისთვის – ქართული ტრადიციული მელოდიებისა და ჯაზის ლამაზი შერწყმა“.

 

ომანის წარმომადგენელი გაერო-ში

„ვულოცავ საქართველოს მისიას გაეროში და ელჩს კახა იმნაძეს საქართველოს სახელწიფოებიობის 100 წლისთავს“.

 

ნიდერლანდების სამეფოს ელჩი კარელ ვან ოსტერომი

„გაერო-ს წევრი სახელმწიფოები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს გაერო-ს სპეციალური საფოსტო მარკის გამოშვებით აღნიშნავენ“.

 

უკრაინის ელჩი გაერო-ში ვოლოდიმირ იელჩენკო

გაერო-ში დიდი დღეა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. საუკეთესო სურვილები ელჩ კახა იმნაძეს და ყველა ქართველ მეგობარს. გილოცავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს“.

 

შვედეთის ელჩი ოლოფ სკოოგი

„მოხარული ვარ, ვიზეიმო საქართველოს – შვედეთის, ევროკავშირისა და გაერო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორის ეროვნული დღე. გილოცავთ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს“.

 

მოლდოვის ყოფილი ელჩი ვლად ლუპანი

„ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საქართველოსა და გაერო-ს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით საფოსტო მარკის გამოშვების აღსანიშნავ ღონისძიებაში. მე ვცხოვრობდი ამ ლამაზ ქვეყანაში, რომელმაც ბევრი ტანჯვა გამოიარა. დროა, ეს ტანჯვა შეწყდეს და მხარი დავუჭიროთ მის განვითარებას“.

 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, მიხალ კომადა

„გილოცავ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო! ყველაზე შესანიშნავი, ამაყი და გულწრფელი ხალხის სამშობლო, რაც კი ოდესმე შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში. მოხარული ვარ და დიდი პატივია გაერო-ში თქვენს საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება“.