„ყველაზე შესანიშნავი, ამაყი და გულწრფელი ხალხის სამშობლო“ – გაერო-ს ელჩები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ულოცავენ
გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ში გამართულ მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
„დღეს საზეიმო ბევრია. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა. მეორე, რუსთაველის ნამუშევარი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურისა და პოეზიის ჩამოყალიბებაში“, – წერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტი მიროსლავ ლაიჩაკი.
“There is a lot to celebrate tonight. First, the statehood of Georgia. And, secondly, the work of Rustaveli – who played a major role in shaping Georgian literature and poetry.” – at National Day reception of #Georgia pic.twitter.com/tdb6KDNZNP
— UN GA President (@UN_PGA) May 25, 2018
ლატვიის ელჩი გაერო-ში იანის მაზეიკსი
„მადლობა კახა იმნაძეს და გაერო-ში საქართველოს მისიას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტისთვის – ქართული ტრადიციული მელოდიებისა და ჯაზის ლამაზი შერწყმა“.
Thank you @kahaimnadze and @GeorgiaUN for the concert celebrating Georgia’s centennial of independence 🇬🇪 at the UN! Beautiful fusion of traditional Georgian melodies with jazz. Happy #Georgia100 ! pic.twitter.com/RjKv1IliI3
— Janis Mazeiks (@JanisMazeiks) May 25, 2018
ომანის წარმომადგენელი გაერო-ში
„ვულოცავ საქართველოს მისიას გაეროში და ელჩს კახა იმნაძეს საქართველოს სახელწიფოებიობის 100 წლისთავს“.
Congratulations to @GeorgiaUN and Ambassador @kahaimnadze on Georgia 100 years of Statehood., pic.twitter.com/dkZQPOvljO
— Khalifa Alharthy (@KhalifaAlharthy) May 25, 2018
ნიდერლანდების სამეფოს ელჩი კარელ ვან ოსტერომი
„გაერო-ს წევრი სახელმწიფოები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს გაერო-ს სპეციალური საფოსტო მარკის გამოშვებით აღნიშნავენ“.
UN member states celebrate 100 years of Georgia’s First Democratic Republic hosted by @kahaimnadze of @GeorgiaUN with publication of special UN stamp. pic.twitter.com/LfghazrEYI
— Karel van Oosterom (@KvanOosterom) May 24, 2018
უკრაინის ელჩი გაერო-ში ვოლოდიმირ იელჩენკო
„გაერო-ში დიდი დღეა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. საუკეთესო სურვილები ელჩ კახა იმნაძეს და ყველა ქართველ მეგობარს. გილოცავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს“.
Great event at the UN devoted to the National Day of Georgia. Our best wishes to Ambassador Kaha Imnadze and all 🇬🇪 friends! Happy #Georgia100! pic.twitter.com/gTmiujEsNl
— Volodymyr Yelchenko (@YelchenkoUN) May 24, 2018
შვედეთის ელჩი ოლოფ სკოოგი
„მოხარული ვარ, ვიზეიმო საქართველოს – შვედეთის, ევროკავშირისა და გაერო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორის ეროვნული დღე. გილოცავთ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს“.
Pleased to celebrate National Day of Georgia, key partner to Sweden, the European Union and the United Nations. Congratulations on 100 Years since independence. #Georgia100 pic.twitter.com/IuITjqBM0Y
— Olof Skoog (@OlofBSkoog) May 24, 2018
მოლდოვის ყოფილი ელჩი ვლად ლუპანი
„ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საქართველოსა და გაერო-ს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით საფოსტო მარკის გამოშვების აღსანიშნავ ღონისძიებაში. მე ვცხოვრობდი ამ ლამაზ ქვეყანაში, რომელმაც ბევრი ტანჯვა გამოიარა. დროა, ეს ტანჯვა შეწყდეს და მხარი დავუჭიროთ მის განვითარებას“.
Honoured to participate in the launch of #Georgia100 stamp by Georgia & #UN Postal Administration &celebrations on establishment of the Democratic Republic of Georgia 100y ago. I lived in this beautiful country that suffered a lot. Time 2 stop suffering & support its development. pic.twitter.com/eBPhKMlq6h
— Vlad Lupan (@VladLupan) May 24, 2018
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, მიხალ კომადა
„გილოცავ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო! ყველაზე შესანიშნავი, ამაყი და გულწრფელი ხალხის სამშობლო, რაც კი ოდესმე შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში. მოხარული ვარ და დიდი პატივია გაერო-ში თქვენს საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება“.
Happy 100 Georgia! Home to some of the most amazing, proud & sincere people I have met in my life. Glad and privileged to be at your @GeorgiaUN celebration. pic.twitter.com/tohmeRL7L2
— Michal Komada (@michalkomada) May 24, 2018