ყველაზე მეტი ინვესტიცია 2018 წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი ინვესტიცია 2018 წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა. თუმცა, აზერბაიჯანიდან ინვესტიციები თითქმის განახევრებულია, რაც მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებას უკავშირდება.
საქსტატის ცნობით, შარშან აზერბაიჯანიდან ინვესტიციების მოცულობამ 240 მილიონი დოლარი შეადგინა, გაერთიანებული სამეფოდან 203 მილიონი დოლარი, ნიდერლანდებიდან 167.9 მილიონი დოლარი, აშშ-დან 103.7 მილიონი დოლარი, პანამიდან 74.7 მილიონი დოლარი, ჩეხეთიდან 72.3 მილიონი დოლარი, ჩინეთიდან 65.4 მილიონი დოლარი, სამხრეთ კორეიდან 63.2 მილიონი დოლარი, რუსეთისან 60.1 მილიონი დოლარი, სხვა ქვეყნებიდან – 181.5 მილიონი დოლარი.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საფინანსო სექტორი ლიდერობს (277.9 მილიონი დოლარი), მეორე ადგილზე ტრანსპორტია (209.9 მილიონი დოლარი), მესამეზე ენერგეტიკა (157.2 მილიონი დოლარი).
2018 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35 პროცენტით შემცირდა. ამასთან, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა (197.1 მილიონი დოლარი) 2010 წლის პირველი კვარტლის (176.1 მილიონი დოლარი) შემდეგ.