საქართველოში უცხოური ინვესტიციები შარშან 35 პროცენტით შემცირდა
საქართველოში უცხოური ინვესტიციები შარშან 35 პროცენტით შემცირდა

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელს, წინა წელთან შედარებით 35 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შარშან ქვეყანაში 1 მილიარდ 232 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. მეოთხე კვარტალში კი, საქართველოში ინვესტიციების მოცულობამ მხოლოდ 197 მილიონი დოლარი შეადგინა.

კლების მიზეზთა შორის თოდრაძემ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება დაასახელა.