ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები მიმდინარე თვიდან დაიწყება
ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 98 000 ჰა ფართობზე ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები მიმდინარე თვიდან დაიწყება, 2024 წლისთვის კი ტყის მართვის ათწლიანი გეგმები მომზადდება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტყის ინვენტარიზაციასა და მიწათსარგებლობათან დაკავშირებული საკითხები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებმა ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia-ს ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. ინვენტარიზაციის პროცესში ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მეტყევე ტაქსატორებიც ჩაერთვებიან.