ყვარლის ყოფილ კინოთეატრში ხანძარია
ყვარლის ყოფილ კინოთეატრში ხანძარია

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ყოფილი კინოთეატრის შენობა იწვის.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია გასული.