ყვარლის მერიის ინფორმაციით, ქალაქში დამწვარი კინოთეატრი დიდი ხანია, არ ფუნქციონირებდა 

09:16, 03.02.2018

ყვარლის მერიის ინფორმაციით, გვიან ღამით, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ყოფილ კინოთეატრში ხანძრის შედეგად მატერიალური ზარალი არ მიუღიათ. მათი თქმით, შენობა დიდი ხანია, უფუნქციო იყო.

ხანძრის ლიკვიდირებისთვის ადგილზე ყვარლის სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად დამატებით გამოძახებული თელავისა და გურჯაანის სახანძრო ჯგუფები მუშაობდნენ. სულ ხანძარს 10 სპეცმანქანა აქრობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი