ყვარლის ყოფილ კინოთეატრში ხანძარი ლოკალიზებულია
ყვარლის ყოფილ კინოთეატრში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ყოფილ კინოთეატრში ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

უწყებაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუ რამხელა ფართობზე გავრცელდა ცეცხლი.

ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.