ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცირეწლოვანი გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ერთ-ერთი ვერსიით, ექვსი წლის გოგონა მაცივრის ელექტროჩამრთველს შეეხო, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.