სოფელ შილდაში მცირეწლოვანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
სოფელ შილდაში მცირეწლოვანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცირეწლოვანი გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, ექვსი წლის გოგონა მაცივრის ელექტროჩამრთველს შეეხო, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.