ყვარელში ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო მატჩი მიმდინარეობს
ყვარელში, ილიას ტბაზე „ბათუმი 2018“-ის კეთილი ნების ელჩების, ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო მატჩი მიმდინარეობს, რომელიც მაია ჩიბურდანიძის მსოფლიო ჩემპიონობის 40 წლის იუბილესადმია მიძღვნილი.
ზუსტად ორმოცი წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულის მოსაპოვებლად, ბიჭვინთაში ერთმანეთს შეხვდნენ ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე.
დღესვე, სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და „მეღვინეობა ხარებას“ შორის.
ჭადრაკის ორ ლეგენდას შორის სიმბოლური მატჩი წინ უძღვის ბათუმში დაგეგმილ საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც 23 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე“ საზეიმოდ გაიხსნება.