ყოველთვიური 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა 20 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი
დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 203 375 განაცხადია დარეგისტრირებული. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, მარტის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 20 აპრილის ჩათვლით, რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (პირველი იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.