Youtube-ზე საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ვიდეორგოლები განთავსდება
Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ვიდეორგოლები განთავსდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, Google-თან ერთად, ახალი კამპანია დაიწყო.
სარეკლამო რგოლები Youtube-ზე 29 მაისიდან განთავსდება.
სამიზნე ბაზრები შედეგ ქვეყნებს მოიცავს: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, თურქეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
კამპანიის შედეგად ვიდეორგოლების ნახვების განსაზღვრული რაოდენობა – 21,052,500.