„ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დახურულია“
„ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დახურულია“

ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი საბოლოოდ დახურულია, – ამის შესახებ იტალიურ გამოცემა Libero-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„თემა ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. შეგახსენებთ, საუბარია ყირიმის მოსახლეობის ნების თავისუფალ, დემოკრატიულ გამოხატვაზე, რა დროსაც მათ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთეს მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ ყირიმის მიერთება ერთადერთი გზა იყო, დაეცვათ ნახევარკუნძულის მოსახლეობის ინტერესების უკრაინაში 2014 წლის თებერვალში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალებისგან.

„დღეს აშკარაა, რომ ნახევარკუნძულის მცხოვრებლების მიერ რეფერენდუმზე გამოხატულმა ნებამ მათ მისცა საშუალება, თავიდან აეცილებინათ სამოქალაქო ომის საშინელებები, ის, რასაც უკვე სამ წელზე მეტია კიევის ხელისუფლება დონბასში სჩადის“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა.