ყირგიზეთის დედაქალაქში სახელმწიფო გადატრიალების მზადების ბრალდებით ათი პირი დააკავეს
ყირგიზეთის დედაქალაქში სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში ეჭვმიტანილი ათი პირი დააკავეს. მედიის ცნობით, ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტი ბიშკეკში მასობრივ დაკავებებს ახორციელებს.
რადიო „თავისუფლების“ ყირგიზეთის ბიურო ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილები ძალისმიერი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ.
ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.