„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - თემქაზე ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვებისა და აალების მიზეზი სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - თემქაზე ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვებისა და აალების მიზეზი სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა

თემქაზე, მე-3 მიკრორაიონის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვებისა და აალების მიზეზი სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აფეთქებას არ გამოუწვევია ნგრევა და არ მოჰყოლია მსხვერპლი.

„აღნიშნული მისამართიდან გაზგამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე არ შემოსულა არც ერთი შეტყობინება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს“, – აცხადებენ კომპანიაში.

თბილისში, თემქაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.