თემქაზე აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა [ფოტო]

15:02, 19.03.2019

თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა.

ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო გასული. მომხდარის შედეგად ხანძარი არ გაჩენილა.

ამასთან, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი