თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა.
ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო გასული. მომხდარის შედეგად ხანძარი არ გაჩენილა.
ამასთან, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.