ყაზბეგის მერი აცხადებს, რომ დაბა სტეფანწმინდაში უხვმა ნალექმა რამდენიმე ოჯახს სახლის პირველი სართულები დაუზიანა, ადგილზე ვითარებას გეოლოგები სწავლობენ
ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი აცხადებს, რომ დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.
როიგორც ბაკურ ავსაჯანიშვილმა აღნიშნა, ადგილზე დილიდან გეოლოგები მუშაობენ.
„გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიწო წვიმა, რამაც გამოწვია უხვი ნალექი, ტალახის დიდი მასა. ჩვენ ადგილზე მოსულები ვიყავით, რამდენიმე ოჯახს დაუზიანდა სახლის პირველი სართულები. აგრეთვე, გერგეთის უბანზე ადიდებულმა წყლამა, რომელიც სოფელში მოედინება, ცოტა საშიშროება შეუქმნა მოსახლეობას. ადგილზე მოვიყვანეთ ტექნიკა და ამ ტექნიკის საშუალებით მოხდა გაწმენდა. დილიდან მუშაობდნენ გეოლოგები, დღეს დილიდან ჩამოვიდნენ და რამდენიმე დღში დადებენ დასკვნას, იმის მიხედვით მოხდება სამუშაოები“, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.