ყაზახეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„გიდასტურებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს აღენიშნება კორონავირუსი. იგი გადის მკურნალობის კურსს ყაზახეთში შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებთანაც თავის მხრივ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ქართველი მედიკოსებიც“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.