ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა. იქამდე, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი განსაკუთრებულ რეჟიმს ცალკეულ ოლქებსა და ქალაქებში აწესებდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტის მიწოდება აღდგა.
ალმათის აეროპორტი კი დემონსტრანტებმა დაიკავეს. ქალაქ თალდიყორღანიში კი, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს.