ყაზახეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ალმათიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 640 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 7:25 საათზე დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე, მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.