ყაზახეთში მიწისძვრა მოხდა

11:11, 15.05.2018

ყაზახეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ალმათიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 640 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 7:25 საათზე დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე, მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი