ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. სამედიცინო ცენტრში გადაყვანილია 66 ადამიანი, 12 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. მათ ნაწილს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. კატასტროფის ადგილზე ათასამდე ადამიანი მუშაობს.
ავიაკომპანია „ბეკ ეარის“ თვითმფრინავმა, რომლიც რეისს ალმათიდან დედაქალაქ ნურსულთანისკენ ასრულებდა, ალმათის აეროპორტიდან აფრენის დროს სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილია, საცხოვრებელი შენობა ცარიელი იყო. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე სულ 100 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის ხუთი წევრი და 95 მგზავრი.
ავიაკატასტროფის მიზეზებს სპეციალური კომისია გამოიძიებს. ყაზახეთის ინდუსტრიის მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავების ტიპი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, დროებით აღარ იქნება გამოყენებული.