ყაზახეთში 5 ივლისიდან ორკვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვმა მოიმატა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყაზახეთში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აიკრძალება სპორტული ღონისძიებები და სხვა მასობრივი შეკრებები. ასევე დაწესდება შეზღუდვები 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები გადაადგილებაზე. საყოველთაო კარანტინი ასევე შეეხება, სილამაზის სალონებს, სპორტულ დარბაზებს, ფიტნეს ცენტრებს, მუზეუმებსა და რელიგიური დანიშნულების ობიექტებს. დროებით შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც.
ამ დროისთვის ყაზახეთში „კოვიდ-19“-ის 42 574 შემთხვევაა დაფიქსირებული.