ყაზახეთის პრეზიდენტი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
ყაზახეთის პრეზიდენტი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

ყაზახეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში. ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დონალდ ტრამპს შეხვდება.

ორი ქვეყნის პრეზიდენტის საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება. ტრამპი და ნაზარბაევი ავღანეთის, სირიისა და რუსეთის საკითხსაც განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში, ნაზარბაევი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.