ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა

11:49, 31.08.2021

ყაზახეთის პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ნურლან ერმეკბაევის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის აღნიშნული გადაწყვეტილება საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება.

26 აგვისტოს, ჟამბილის პროვინციაში არსებული სამხედრო ნაწილის საინჟინრო საწყობში მომხდარ აფეთქებასა და გამოწვეულ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ 100 დაშავდა.

მსგავსი