ყაზახეთის პრეზიდენტი - არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ საკითხზე ურთიერთგაგება გვაქვს
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ასევე იგეგმება ყაზახეთის პორტ აქტაუსა და კურიკის სიმძლავრის გაზრდა, რის შედეგადაც აღნიშნული პორტები 20 მილიონ ტონა ნავთობს გაატარებენ.
„მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომი განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ საკითხზე პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთგაგება გვაქვს. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ყველა არსებული სიმძლავრეები აქტაუსა და კურიკის პორტებში, რათა წელიწადში 20 მილიონი ტონა ნავთობის გატარება გახდეს შესაძლებელი“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ტრანსკასპიური დერეფნით ჩინეთიდან ევროპაში ტვირთს ჩაიტანენ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.