ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი კორონავირუსით დაინფიცირდა
ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნურსულთან ნაზარბაევის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ამ დროისთვის ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება. სამწუხაროდ, კორონავირუსულ ინფექციაზე ბოლო ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. რაიმე შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. ნურსულთან ნაზარბაევი დისტანციურად განაგრძობს მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1991-2019 წლებში იკავებდა.