ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ელჟან ბირტანოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავად დაწერა.
„სამწუხაროდ, ტესტის პასუხი დადებითა, დაავადება უსიმპტომოდ არ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ინფექციურ საავადმყოფოში მომათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ სანიტარულ ნორმებს მკაცრად ვიცავდი, რისკი ყოველთვის არის“, – წერს ჯანდაცვის მინისტრი.
ყაზახეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“- ის 14 496 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 73 ადამიანი.