ყატარში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
ყატარში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ყატარში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 36 წლის ყატარელი პაციენტი უახლოეს წარსულში ირანში იმყოფებოდა. როგორც ექიმები იუწყებიან, მას ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს.

სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე ქვეყნებიდან კორონავირუსი ამ დროისათვის მხოლოდ საუდის არაბეთში არ დაფიქსირებულა. რეგიონში ინფექციით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა ირანია. ოფიციალური მონაცემებით, ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსმა 43 ადამიანი შეიწირა. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 600-ს აღწევს.