ყატარი ავღანეთში საჭირო დახმარების შესატანად ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე მუშაობს
ყატარი ავღანეთში საჭირო დახმარების შესატანად ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე მუშაობს.
აღნიშნულის შესახებ ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მუთლაქ ბინ მაჯედ ალ-ქაჰთანმა განაცხადა.
მისი თქმით, ყატარი თალიბებთან ერთად მუშაობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური და ეფექტური მთავრობისთვის.
„როიტერთან“ საუბრისას ყატარელმა წყარომ აღნიშნა, რომ ალ-ქაჰთანი დღეს ქაბულში ჩავიდა, რათა მოლაპარაკებები გამართოს ავღანეთის ინკლუზიური მთავრობის ფორმირებისა და დედაქალაქი აეროპორტის გახსნის თაობაზე.