ყატარი ავღანეთში საჭირო დახმარების შესატანად ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე მუშაობს

23:13, 03.09.2021

ყატარი ავღანეთში საჭირო დახმარების შესატანად ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე მუშაობს.

აღნიშნულის შესახებ ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მუთლაქ ბინ მაჯედ ალ-ქაჰთანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყატარი თალიბებთან ერთად მუშაობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური და ეფექტური მთავრობისთვის.

„როიტერთან“ საუბრისას ყატარელმა წყარომ აღნიშნა, რომ ალ-ქაჰთანი დღეს ქაბულში ჩავიდა, რათა მოლაპარაკებები გამართოს ავღანეთის ინკლუზიური მთავრობის ფორმირებისა და დედაქალაქი აეროპორტის გახსნის თაობაზე.

მსგავსი