ყასიმ-ჟომართ თოყაევი - მსოფლიოში სულ უფრო აპელირებენ ძალის სამართლის პრინციპზე, დასაშვებს ხდიან მსჯელობას თითქოსდა სუვერენიტეტის თვალსაზრისით მეორეხარისხოვან სახელმწიფოებზე
ყასიმ-ჟომართ თოყაევი - მსოფლიოში სულ უფრო აპელირებენ ძალის სამართლის პრინციპზე, დასაშვებს ხდიან მსჯელობას თითქოსდა სუვერენიტეტის თვალსაზრისით მეორეხარისხოვან სახელმწიფოებზე

ყაზახეთი ყოველთვის მზად უნდა იყოს, დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ, როგორც ერი, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, დავიცვათ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც მსოფლიოში სულ უფრო აპელირებენ „არა სამართლის ძალის, არამედ ძალის სამართლის“ პრინციპზე და დასაშვებს ხდიან მსჯელობას სუვერენიტეტის თვალსაზრისით თითქოსდა მეორეხარისხოვანი სახელმწიფოების შესახებ, რომლებისთვისაც მომზადებულია სატელიტების ბედი“, – განაცხადა თოყაევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რესურსების, ინვესტიციების, სატრანსპორტო ლოგისტიკისა და კომუნიკაციისთვის გლობალური კონკურენცია მწვავე გახდა.

„ჩვენი ქვეყანა რჩება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ერთგული, კონსტრუქციული დიალოგის, აქტიური დიპლომატიური და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის საშუალებით. ჩვენი ყურადღების ფოკუსში რჩება ინტეგრაციული პროცესები ევრაზიულ სივრცესა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, – აღნიშნა ყაზახეთის ლიდერმა.