ყასიმ-ჟომართ თოყაევი - ყაზახეთი იცავს ევრაზიის უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს
ყასიმ-ჟომართ თოყაევი - ყაზახეთი იცავს ევრაზიის უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს

ყაზახეთი იცავს ევრაზიის უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ასტანაში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების უსაფრთხოების საბჭოების მდივნებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპი გულისხმობს ურთიერთგაგებას და ნდობის აღდგენის ღონისძიებების შექმნას და ეს მიდგომა უნდა დაედოს საფუძვლად „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” პერიმეტრზე უსაფრთხოების ქამრის ჩამოყალიბების სტრატეგიულ ამოცანას.

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ თანამოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა სწორი დასკვნების გამოტანა რუსეთის ფედერაციაში მომხდარი ტერაქტიდან.