წყნარ ოკეანეში მესამე კატეგორიის ქარიშხალი „ჯულიეტი“ ჩამოყალიბდა.
ქარის მაქსიმალური სიჩქარე ამ დროისთვის საათში 185 კილომეტრს აღწევს.
ინფორმაციას აშშ-ის ქარიშხლების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ჯულიეტი მექსიკის სანაპიროდან 700 კილომეტრის დაშორებით გადაადგილდება.