წყალტუბოში, სწრაფი კვების ობიექტში აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
წყალტუბოში, სწრაფი კვების ობიექტში აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

წყალტუბოში, ერთ-ერთ კვების ობიექტში აფეთქების შედეგად დაშავებულები ქუთაისის დამწვრობის ცენტრში არიან მოთავსებული. დაშავებულ ახალგაზრდებს დამწვრობა თავისა და სახის არეში, ასევე ზედა კიდურებზე აქვთ მიღებული. ორი პაციენტი ინტენსიური თერაპიის, ერთი კი ქირურგიის განყოფილებაშია მოთავსებული.

„პაციენტების ჯანრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ორ ახალგაზრდას ზემო სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დამწვრობა აქვს მიღებული, სამივეს კი დამწვრობები აქვს მიღებული თავის თმიან ნაწილზე, კისერსა და ზემო კიდურებზე“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას დამწვრობის ცენტრის ქირურგმა გიორგი აბესაძემ.

წყალტუბოში, სწრაფი კვების ობიექტში აფეთქება დღეს დილით მოხდა.