წყალტუბოში, სწრაფი კვების ობიექტში აფეთქებისას სამი ადამიანი დაშავდა
წყალტუბოში, სწრაფი კვების ობიექტში აფეთქებისას სამი ადამიანი დაშავდა

წყალტუბოში სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ტაბიძის ქუჩაზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.