წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უწყების ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა.