წყალტუბოში 140 დევნილი ოჯახი ახალი ბინის გასაღებს უახლოეს დღეებში მიიღებს
წყალტუბოში 140 დევნილი ოჯახი ახალი ბინის გასაღებს უახლოეს დღეებში მიიღებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 140 დევნილ ოჯახს გადასცემს.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.

დღეს, ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

140 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ახალი ბინის გასაღებს უახლოეს დღეებში მიიღებს.