კურორტ წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 120 მოქალაქე იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაცით, ერთი ადამიანი თვითიზოლაციაში გადავიდა. მისივე თქმით, კარანტინში მყოფი მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მათ კლინიკაში გადაიყვანენ.