წყალტუბოში სასტუმროში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის 84 მოქალაქეა მოთავსებული.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, გუშინ სხეულის ტემპერატურის მომატების გამო ოთხი პირი გადაიყვანეს კლინიკაში და მათ უტარდებათ შესაბამისი შემოწმება.
მისივე თქმით, გუშინ სანატორიუმში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, სამი პირი შეიყვანეს. რაც შეეხება სხვა მოქალაქეებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.