წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. შპს „ჰიგიას“ წარმომადგენლებმა სპეციალური ხსნარით დაამუშავეს სანატორიუმები, ასევე სასურსათო მაღაზიები და ბანკები.

დეზინფექცია ჩატარებული აქვს ყველა საჯარო დაწესებულებას, სატრანსპორტო საშუალებებს, დარიგებულია სპეციალური ხსნარები, იგეგმება მრავალბინიანი საერთო საცხოვრებლის კორპუსების დეზინფექცია.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მხრივ ვითარებას შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებს.

თვითიზოლაციაში იმყოფება 28 მოქალაქე, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.

აკრძალულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დღეს დილიდან შეზღუდული გრაფიკით მოძრაობს ტრანსპორტი სოფლების მიმართულებით.