წყალსაცავის კაშხალის გარღვევის გამო, უზბეკეთში და ყაზახეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
წყალსაცავის კაშხალის გარღვევის გამო, უზბეკეთში და ყაზახეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
უზბეკეთში სარდობინსკის კაშხალი გაირღვა და წყალმა არამხოლოდ მიმდებარე რაიონები, არამედ ყაზახეთის სამხრეთ ტერიტორია დატბორა. უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებგვერდი იუწყება, რომ წყალდიდობის გამო 22 სოფლის 60 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად 138 ადამიანი გადაარჩინეს, მსხვერპლის შესახებ კი ინფორმაცია არ ვრცელდება. წყალსაცავიდან ძირითადი ნაკადის შესამცირებლად, უზბეკურმა მხარემ გახსნა კარიბჭე სარწყავი არხების ქსელისკენ.