„წყალი მარგებელის“ ინფორმაციით, გაფიცულ თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწიეს
დაბა ჩოხატაურში „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა. ინფორმაციას ადასტურებს კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ბერიშვილი. შეხვედრა, რომელიც გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ.
გაფიცული თანამშრომლები დაბალ ანაზღაურებას, არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებდნენ და ხელმძღვანელობისგან საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვდნენ.
„წყალი მარგებელის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების შესახებ მალე ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ.