წყალდიდობით დაზარალებულ კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
წყალდიდობით დაზარალებულ კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.გამოცხადდა.
ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. ამ დროისთვის დაღუპულია ერთი და დაკარგულად მიიჩნევა სამი ადამიანი. 18 000-ზე მეტი მოქალაქე კი, იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.
დაზარალებულთა დასახმარებლად მობილიზებული არიან სამხედროები. სტიქიის გამო, მრავალი მათგანი იზოლაციაშია მოქცეული. ხელისუფლება ასეთ მოქალაქეებს საკვებს ვერტმფრენების საშუალებით ურიგებს.
წყალდიდობამ და მეწყერმა ვანკუვერის პორტთან წვდომაც შეზღუდა.