წყალდიდობის გამო, საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
საფრანგეთის სამხრეთით, წყლადიდობის გამო, დრომის, არდეშისა და გარდის რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელი სახლების დატოვება 1600-მდე ადამიანს მოუწია. მათ შორის ერთ-ერთი საზაფხულო ბანაკიდან გამოყვანილი 119 ბავშვია, რომლებიც საფრანგეთში გერმანიიდან ჩავიდნენ.
სტიქიის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა ბანაკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 70 წლის გერმანიის მოქალაქე.
წყალდიდობის გამო, რომელიც გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ -აღმოსავლეთ რეგიონებში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.
სამაშველო ოპერაციებში 400-მდე მეხანძრე და 120 სამართალდამცველია ჩართული.