წყალდიდობის გამო, საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
წყალდიდობის გამო, საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

საფრანგეთის სამხრეთით, წყლადიდობის გამო, დრომის, არდეშისა და გარდის რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელი სახლების დატოვება 1600-მდე ადამიანს მოუწია. მათ შორის ერთ-ერთი საზაფხულო ბანაკიდან გამოყვანილი 119 ბავშვია, რომლებიც საფრანგეთში გერმანიიდან ჩავიდნენ.

სტიქიის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა ბანაკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 70 წლის გერმანიის მოქალაქე.

წყალდიდობის გამო, რომელიც გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ -აღმოსავლეთ რეგიონებში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

სამაშველო ოპერაციებში 400-მდე მეხანძრე და 120 სამართალდამცველია ჩართული.